ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოფ სხეფერმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
"ნატო ყურადღებით და ინტერესით ადევნებს თვალს მოვლენებს საქართველოში. მე ვთხოვე ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში რობერტ სიმონსს, გადასცეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ალიანსის პოზიცია, რომ ყველა მხარემ უნდა იმოქმედოს თავშეკავებულად, თავი ააცილოს ძალადობას და კანონის ფარგლებში იმოქმედოს. საგანგებო მდგომარეობის შემოღება, მედია საშუალებების დახურვა საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ნატოსთან ინტენსიურ დიალოგს ახორციელებს, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს და ევროატლანტიკურ ღირებულებებს არ შეესაბამება"