მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მედია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ჟურნალისტს გაუპატიურებით ემუქრებიან
11 აგვისტო, 2009
ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის” რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელ სოსო ბენაშვილს, გაზეთის ჟურნალისტის თამილა გურაშვილის დაშინებაში ადანაშაულებს. მარტყოფლიშვილის თქმით, კუდ-ის თანამშრომელი თამილა გურაშვილს საცხოვრებელ სახლში უკვე რამდენჯერმე მიუვარდა და დაემუქრა, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკას არ შეწყვეტს, მცირეწლოვან ბავშვთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება.
საზოგადოებრივი მაუწყებელის ახალი დირექტორი გიორგი ჭანტურია გახდა
10 აგვისტო, 2009
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომამ 1 არხის გენერალური დირექტორი გამოავლინა. საბჭოს წევრების 5 ხმით საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეიდან გიორგი ჭანტურია უხელმძღვანელებს. კონკურსის დანარჩენ ორ კანდიდატს არცერთი ხმა არ ერგო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ადგილისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს
7 აგვისტო, 2009
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ტურის გამარჯვებული კანდიდატები გამოვლინდნენ. სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა კონკურსანტები ფარული კენჭისყრით აარჩია. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობისთვის ბრძოლას სამი კანდიდატი გია ჭანტურია, ზვიად ქორიძე და გიორგი კაჭარავა აგრძელებენ. გია ჭანტურიას, კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს რვა წევრიდან ექვსმა, ხოლო ზვიად ქორიძეს და გიორგი კაჭარავას შვიდმა ადამიანმა დაუჭირა. მეორე ტურში გასასვლელად კანდიდატებს უნდა მოეგროვებინათ ხუთი ან მეტი ხმა.
გაზეთი „სპექტრი“ გელა მთივლიშვილის სტატიას ეხმაურება
6 აგვისტო, 2009
ჩვენი რეგიონული კორესპონდენტის, გელა მთივლიშვილის სტატიას სახელწოდებით „როგორ ზღუდავენ პრესას რეგიონებში“ გაზეთ „სპექტრის“ რედაქციიდან გამოეხმაურნენ. სტატიაში საუბარი იყო იმ ზეწოლაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რეგიონულ მედიაზე ახორციელებს. სტატიის ავტორი საუბრობდა იმაზე, რომ ხელისუფლება ერთნაირად იყენებს ჟურნალისტების დაშინების და გადაბირების პრაქტიკას და წარსულში კრიტიკული გაზეთების რედაქტორებსა თუ თანამშრომლებს სახელმწიფო უწყებებში ასაქმებს. ამ კონტექსტში საუბარი იყო რამოდენიმე გაზეთის, მათ შორის სპექტრის შესახებ. მთივლიშვილი წერდა, რომ ხელისუფლების სტრუქტურებში დასაქმებული ჟურნალისტები საკუთარი გაზეთებისთვის რეკლამის მოპოვებასაც უფრო ადვილად ახერხებენ. პუბლიკაციამ გაზეთ სპექტრის რედაქციის უკმაყოფილება გამოიწვია. მათ რედაქციაში გამოაგზავნეს საკუთარი გამოხმაურება, რომელსაც უცვლელეად გთავაზობთ