ჯანდაცვა
14 აპრილი, 2010
58 წლის ბეჟან ბადუაშვილი მეორე ჯგუფის ინვალიდია, თუმცა
სხვისი ინტერესებიდან გამომდინარე, მესამე ჯგუფში აღმოჩნდა და კუთვნილი
პენსია, რომელიც „სამხედრო მომსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“
კანონის თანახმად, 2002 წელს დაენიშნა, 2007 წლის 1 სექტემბერს მოეხსნა.
მას შემდეგ მისი პენსიის რაოდენობა თვეში მხოლოდ 9,07 ლარს შეადგენს. ამ
ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო ბეჟან ბადუაშვილისთვის მიწერილ პასუხში
შემდგენაირად ხსნის: „რადგანაც თქვენ მორიგი სამედიცინო შემოწმების შედეგად
დაგიდგინდათ ზომიერად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი,
შესაბამისად, კომპენსაციის გაცემაც შეგიწყდათ 2007 წლის 1 სექტემბრიდან,
ვინაიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 1
იანვრიდან, აღარ ითვალისწინებს ზომიერად გამოხატული შესაძლებლობების
შეზღუდვის სტატუსის გამო სახელმწიფო კომპენსაციის გაგრძელებას ან
დანიშვნას“.