სტატია
31 ოქტომბერი, 2018
28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომლებიც საერთო ჯამში 3 705 უბნიდან მიღებულ მონაცემებს ეფუძნება, დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომლსაც მმართველმა გუნდმა „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა მხარი, ხმა მისცა 38,64%-მა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხადაჭერილ გრიგოლ ვაშაძეს - 37,74%. პრეზიდენტად არჩევისთვის საჭირო იყო კენჭისყრაში მონაწილეთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერა, ამიტომ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში, რომელიც 2 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს.