სტატია
31 ივლისი, 2018
,,აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონებთან და ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინაციისთვის, ამის გათვალისწინებით, თავისუფლდებიან გუბერნატორები", - ამ განცხადებით დაიწყო მამუკა ბახტაძემ, პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ, საკადრო პოლიტიკა. ხუთ რეგიონს შორის, სადაც გუბერნატორებს თანამდებობების დატოვება მოუხდათ, ერთ-ერთი შიდა ქართლის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძეა, რომელიც ოთხი თვის წინ პრემიერ კვირიკაშვილის ბოლო საკადრო ცვლილების შედეგად სამცხე-ჯავახეთიდან შიდა ქართლის გუბერნატორად გადმოვიდა, შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე კი სამცხე-ჯავახეთში გადავიდა.