19:27, Tuesday, 21.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-05-20
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება თბილისის ცენტრში მომხდარი არეულობისა და ძალადობის ფაქტების თაობაზე
ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოხატავს შეშფოთებას 17 მაისს თბილისის ცენტრში მომხდარი არეულობისა და ძალადობის ფაქტების გამო. სამწუხაროა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო წესრიგის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინა დღეებში საზოგადოებას მისცეს გარანტია, რომ დაიცავდნენ როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილი აქციის, ისე მის საწინააღმდეგო შეკრების მონაწილეებს. 

2013-05-20
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება
"საქართველოში ევროკავშირის სახელმწიფოთა წარმომადგენლობების
ხელმძღვანელები და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
აღშფოთებულნი არიან 17 მაისს ზოგიერთი დემონსტრანტის მიერ გამოვლენილი სასტიკი შეუწყნარებლობისა და ძალადობის სამარცხვინო სცენებით, რომელთა მიზანი იყო სხვა დემონსტრანტებისათვის საკუთარი თავის მშვიდობიანად გამოხატვისათვის ხელის შეშლა.

2013-05-17
არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელებას
გვსურს გამოვხატოთ უკიდურესი შეშფოთება 3 მაისს გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს შეიცავს. განსაკუთრებით შემაძრწუნებელია ის გარემოება, რომ ვიდეოში ფიგურირებს ჟურნალისტი, რაც თავისთავად წარმოშობს მედიაზე ზეწოლის მცდელობის ეჭვებს. 
2013-05-17
თეა წულუკიანი: არ შეიძლება ორიენტაციის გამო ადამიანს ვინმე თავს დაესხას, ეს ბარბაროსობაა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი დავით პაიჭაძის გადაცემა “დიალოგებში” გააკეთა.
2013-05-15
საია პრემიერის განცხადებას ეხმიანება
უპირველეს ყოვლისა, გვსურს შევეხოთ პრემიერ - მინისტრის განცხადებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაპატიმრებულ თანამშრომელთა საქმეზე.

2013-04-30
სემინარები სტუდენტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ევროკავშირის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებით ახორციელებს რეგიონალურ პროექტს “კოალიცია ნდობისათვის” სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი; ასევე კონფლიქტურ რეგიონებში - აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბახი. საქართველოში აღნიშნული პროექტის ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები არიან „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „მრავალეროვანი საქართველო.“
2013-04-24
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება გამოუძიებელი საქმეების თაობაზე
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია პროკურატურის წარმოებაში არსებული გამოუძიებელი საქმეების ბუნდოვანი პერსპექტივებით. ასეთ საქმეთა უმეტესობის გამოძიება წინა მთავრობის საქმიანობის პერიოდში, სხვადასხვა მიზეზებით, ხელოვნურად ჭიანურდებოდა. სამწუხაროა, რომ მთელ რიგ საქმეებზე გამომძიებლები კვლავ აგრძელებენ უმოქმედობის პოლიტიკას, მიუხედავად ახალი ხელისუფლების და მათ შორის მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის დაპირებისა, რომ მსგავსი საქმეები არ დარჩებოდა გამოუძიებელი და მოქალაქეები იპოვიდნენ სამართალს.
2013-04-11
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება საქართველოს მთავრობის სურვილს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება და ეროვნულ დონეზე გამოიკვლიოს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულები. ამ მხრივ, დროულია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადება, რომ დღის წესრიგში დგება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მაშინდელი სხვა მაღალჩინოსნების დაკითხვა, რათა ნათელი მოეფინოს ბევრ საკითხს, რაზეც აქამდე საზოგადოებას პასუხი არა აქვს. 

2013-04-10
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით
2013 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება   საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.

2013-04-08
არასამთავრობო სექტორი საიას თანამშრომლის საქმეზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს-განცხადება
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის პირველი ჯგუფი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თანამშრომლის საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს 28 მარტს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელსა და აჭარის შსს მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის ინციდენტი მოხდა.

2013-04-03
საია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საია ეხმაურება მიმდინარე წლის 28 მარტს ბათუმში მის თანამშრომლებსა და პოლიციის მაღალჩინოსან ვალერიანე თელიას შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების დასკვნას.

2013-03-29
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება საქართველოში ბავშვთა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრებასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2013 წლის 23 მარტს, ხელვაჩაურის რაიონში მცხოვრებ მცირეწლოვან გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო და იზიარებს მისი ოჯახის მწუხარებას, რომელიც საერთოა მთელი საზოგადოებისათვის საქართველოში. იმედოვნებს, რომ პასუხისმგებელი სტრუქტურების მიერ განხორციელდება დაუყოვნებელი და სიღრმისეული მოკვლევა, თუ რამდენად შეიძლებოდა აღნიშნული მოვლენის თავიდან აცილება ადეკვატური მომსახურებებისა და ბავშვზე ზრუნვის მექანიზმების არსებობის შემთხვევაში.
2013-03-28
პატიმრების ერთობლივი განცხადება ქსნის საპატიმროში არსებული მდგომარეობის შესახებ
43 პატიმარმა,  რომლებიც ქსნის დაწესებულებაში იხდიან სასჯელს, ადამიანის უფლებათა ცენტრს სთხოვეს, გაევრცელებინა მათი ერთობლივი განცხადება პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლების ცლილებამდე საპატიმროებში სხვადასხვა სახის კორუფციული გარიგებებიც ხდებოდა. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ

2013-03-20
FIDH და ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი განცხადება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) და ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) მიესალმებიან 2013 წლის იანვარში 190 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე(3) , რომელიც 2013 წლის 12 იანვარს მიიღო პარლამენტმა და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას განაგრძოს მართლმსაჯულების რეფორმა.

 
2013-03-18
ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს აზერბაიჯანის მოქალაქის პატიმრობაში ყოფნას და მის შესაძლო ექსტრადიციას აზერბაიჯანში
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2012 წლის დეკემბრის ბოლოდან იცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - ჯავიდ ნასიროვს, რომელიც უკვე მე-7 თვეა, იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. ის 2012 წლის 15 სექტემბერს საპატრულო პოლიციის  თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, რადგან ინტერპოლის არხებით იძებნებოდა.
2013-03-13
ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ ეხმიანება სამსახურიდან პატრულ-ინსპექტორების უსაფუძვლოდ დათხოვნას
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლების გამო. 
ამჯერად, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართეს შსს-ს  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოდან   განთავისუფლებულმა პატრულ–ინსპექტორებმა.
 
2013-03-12
კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის"განცხადება
კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" სასამართლოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს ყოველგვარ ქმედებას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელებას.

[1] 2
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC