გალის რაიონსა და ზემო აფხაზეთში ოკუპანტები კრიზისს განიცდიან და გამოკვებას ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვით ცდილობენ.
როგორც „მედიანიუსს“ აფხაზეთის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა რაულ ქირიამ განუცხადა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ჯარების საკვები პროდუქტების მომარაგებას ვერ ახერხებს. მშიერი სამხედროები გალის რაიონში ოჯახებში ვარდებიან და მოსახლეობის კუთვნილ მსხვილფეხა საქონელსა და სხვა სახის საკვებ პროდუქტებს იტაცებენ.
„ზემო აფხაზეთში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ უპატრონოდ დარჩენილი პირუტყვი, ოკუპანტებმა ორი თვის წინ დაკლეს და ხორცის კონსერვაცია მოახდინეს. ახლა ეს მარაგიც გამოელიათ და სერიოზულ კრიზისს განიცდიან. ამჟამად ზემო აფხაზეთის თითოეულ სოფელში რამდენიმე ოჯახიღაა დარჩენილი. ოკუპანტები მათ დარჩენილ მარაგსაც ანადგურებენ და ხალხს ზამთარში ყოველგვარ საარსებო წყაროს გარეშე ტოვებენ“, - განუცხადა „მედიანიუსს“ რაულ ქირიამ.
წყარო: მედიანიუსი