ცნობილი ხდება ბათუმში, ანბანის პირველი კოშკის მშენებლობაში ჩასადები ინვესტიციის მოცულობა. საქართველოს ხელისუფლება პროექტში 60 მილიონ ლარს ჩადებს. ამასთან, მთავრობის მოთხოვნით სამუშაოები შეზღუდულ ვადებში უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, ბათუმში მიმდინარე წლის განმავლობაში ისტორიული უბნების და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 8 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
შეგახსენებთ: ანბანის კოშკი ბათუმის ბულვარში, სანაპიროზე დაიდგმება. 130 მეტრიან ქანდაკებაზე თანმიმდევრულად ანბანის ასოები განლაგდება. კოშკურის თავზე კაფეები, რესტორნები, ობსერვატორია და ტელესტუდია განთავსდება. ერთი საათის განმავლობაში კოშკურა ერთ სრულ ბრუნს შეასრულებს, საიდანაც ნებისმიერი მსურველი ბათუმის ხედებს დაათვალიერებს.