კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში საარჩევნო უბნები დაკეტეს

13 დეკემბერი, 2007

ყვარლის რაიონში რამდენიმე საარჩევნო უბანი დაკეტილია.  ამომრჩევლები ვერ ახერხებენ გადაამოწმონ, არიან თუ არა საარჩევნო სიებში.

ახალსოფლის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ნანი ქევხიშვილი ამბობს, რომ იგი დილით მივიდა საარჩევნო უბანზე, მაგრამ დაკეტილი დახვდა. მიზეზად დასახელდა ის, რომ ფართი, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, მოსაწესრიგებელი იყო.

ახალსოფლის საარჩევნო უბანი ამ დრომდე დაკეტილია. ყვარლის საოლქო - სარჩევნო კომისიაში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, საარჩევნო უბანი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლის და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით მას შემდეგ დაიკეტა, რაც  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალსოფლის მოსახლეობა პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს მხარს არ უჭერს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი.

ახალი ამბები