ქაოსი საარჩევნო სიებში
21.12.2007
საარჩევნო სიების დაზუსტების ვადა 13 დეკემბერს ამოიწურა. ქუთაისის №59 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებისგან და ოპოზიციური პარტიებიდან შემოსული ყველა შენიშვნა ამ დროისთვის მიღებულია. შესაბამისად, გასწორებულია საარჩევნო სიებიც. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. საარჩევნო სიებში კვლავ რჩებიან მკვდარი სულები და ერთი და იგივე მოქალაქეები ორჯერაც (ორი უბნის სიებში) არიან რეგისტრირებული.
„ბაგრატის ქუჩა ქუთაისის მე-40 საარჩევნო უბანს არ ეკუთვნის. თუმცა, იქ მცხოვრები მოსახლეობა ამ უბნის სიებში აღმოვაჩინეთ. ისინი ასევე ირიცხებიან სხვა საარჩევნო უბნის სიაშიც. ამის თაობაზე საოლქო კომისიაში განვაცხადეთ, მაგრამ პასუხი არც მიგვიღია. ასეთი დარღვევები უამრავია. სხვადასხვა უბნებში არსებობს ბინები, რომლის მცხოვრებლები საერთოდ არ არიან სიებში შეყვანილი. ამ და სხვა შენიშვნებზეც საოლქო კომისიას ერთიდაიგივე პასუხი აქვს, რომ ჩვენ არ ვემორჩილებით კანონს და ვეწინააღმდეგებით საოლქო საარჩევნო კომისიას“, - აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ოფისის მენეჯერი ნინო ჯანელიძე.
„რესპუბლიკელების“ განცხადებით, ამ დროისთვის უამრავი, სხვადასხვა სახის დარღვევაც ფიქსირდება. მუდმივი ზეწოლის ქვეშაა მათი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ერთერთი საარჩევნო უბნის მდივანია. ჯანელიძის განმარტებით, მას ყოველი სამუშაო შეკრებისას „ურჩევენ“, რომ უარი თქვას თანამდებობაზე და რომ მდივნობა ხლაფორთია და სხვა არაფერი.
საარჩევნო სიებში შეყვანილია გასართობი ცენტრი „სულიკო“, როგორც საცხოვრებელი ბინა. სამაგიეროდ, ქუთაისის რამდენიმე უბნის მცხოვრებლებმა საკუთარი, ისევე როგორც მთელი კორპუსის მეზობლების გვარ-სახელები სიებში საერთოდ ვერ აღმოაჩინეს.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?