კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რადიო "ჰერეთმა" სახალხო დამცველის აპარატს მიმართა

15 აპრილი, 2008

რადიო "ჰერეთის" სიღნაღის ბიუროს ხელმძღვანელმა მადონა ბატიაშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს დღეს განცხადებით მიმართა.

საქმე ეხება კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ლევან ბეჟაშვილის მხრიდან რადიოზე ზეწოლას. ბეჟაშვილმა მითითებები მისცა ჟურნალისტს, თუ როგორ უნდა მოემზადებინა რეპორტაჟი, ამასთან, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, _ იუწყება რადიო "ჰერეთი".

ბეჟაშვილმა მადონა ბატიაშვილს ურჩია, დადებითი რეპორტაჟები მოემზადებინა და ობიექტურად ემუშავა,  და თუ მაინც  ვერ დაინახავდა, რას აკეთებდა მთავრობა, რადიო "ჰერეთის" ოფისს ლაგოდეხიდან სიღნაღში გადაიტანდა, რათა ცვლილებები უკეთ დაენახათ კომპანიის თანამშრომლებს.

სიტუაციის განმუხტვას სახელმწიფო მინისტრი რეგიონალურ მართვის საკითხებში, დავით ტყეშელაშვილი ეცადა, რომელიც სიღნაღში ბეჟაშვილთან და ნუგზარ აბულაშვილთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტი გუბერნატორმა კვლავ გააგრძელა. ბეჟაშვილმა ბატიაშვილს მოსთხოვა შეეჩერებინა მასზე და მის მეგობრებზე მასალების გამოქვეყნება. და თუ მაინც გამოაქვეყნებდა რამეს, მისგან აეღო ინტერვიუ.

ბეჟაშვილი "ჰერეთის" თანამშრომლებზე მას შემდეგ განაწყენდა, რაც რადიოსადგურმა მაკომპრომენტირებელი მასალები, რომელიც გუბერნატორს სოციალურ კორუფციაში ამხელდა, საჯარო გახადა. რადიოსადგურმა მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო კახეთში  ბეჟაშვილის საკადრო პოლიტიკას და თანამდებობებზე ბეჟაშვილის მეგობრებისა თუ ყოფილი კორუმპირებული ჩინოვნიკების დანიშვნას.

წყარო: მედიანიუსი.

 

ახალი ამბები