07:54, Monday, 16.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ჩარევის შემდეგ ონკოლოგიურ ავადმყოფს დახმარება დაენიშნა

17.07.2008
როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრს" სოციალური სუბსიდიების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრიდან აცნობეს ავთვისიებიანი სიმსივნის მძიმე ფორმით დაავადებული, I ჯგუფის უსინათლო ინვალიდის ნათელა თამაზაშვილის ოჯახს სოციალური დახმარება დაენიშნა.

ამ მოთხოვნით "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 4 ივლისს მიმართა. სოციალურმა აგენტებმა ნათელა თამაზაშვილის ოჯახი განმეორებით გადაამოწმეს და ახალმა სარეიტინგო ქულამ 33480 შეადგინა.

ნათელა თამაზაშვილმა "ადამიანის უფლებათა ცენტრს" განცხადებით 2 ივლისს მიმართა. თამაზაშვილი "ადამიანის უფლებათა ცენტრისადმი" გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ საცხოვრებელ სახლში უმუშევარ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს. 2007 წლის 10 აგვისტოს გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობით ოჯახის სარეიტინგო ქულა 54850-ით განისაზღვრა. "ფულადი დახმარება არ მიმიღია. მხოლოდ სამედიცინო დახმარების ბარათით ვსარგებლობდი. 2008 წლის მარტში ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში ღია ჭრილობით მიმიყვანეს, მაგრამ ექიმებმა სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე უარი მითხრეს, იმ მიზეზით, რომ ბარათი ძალაში აღარ იყო. აღმოჩნდა, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ სამედიცინო დახმარების ბარათით სარგებლობის უფლება შემიწყვიტა და ჩვენი მიმართვის გარეშე განმეორებითი გადამოწმების შემდეგ, სარეიტინგო ქულად 99590 მომანიჭა, რასაც არ ვეთანხმები, იმიტომ რომ სახლიდან რაც გვქონდა, ყველაფერი გავყიდეთ და საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო გაგვიუარესდა", - აღნიშნავდა განმცხადებელი.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" კახეთში 2008 წლის 1 ივლისიდან ახორციელებს სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგს. პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციის იურისტები უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ სოციალურად უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება რეალურად ეკუთვნით დ ავერ იღებენ. მონიტორინგის პროექტს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" საკუთარი ხარჯებით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში კახეთის ოფისში 200-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახის განცხადებაა რეგისტრირებული.

გელა მთივლიშვილი, კახეთი



Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Missing
2012-02-28 05:55
If only there were more cleevr people like you!
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC