21:27, Thursday, 14.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კაბალის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს იარაღით ემუქრება

25.09.2008
ადამიანის უფლებათა ცენტრს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის აზერბაიჯანული სკოლიდან აცნობეს, რომ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამით ალიევი, პედაგოგებს, რომლებიც მის ქმედებებს აპროტესტებენ, ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრება.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, ალიევის გადაწყვეტილებით, კაბალის სკოლაში ქართული სექტორი გაუქმდა, რაც რამდენიმე პედაგოგმა გააპროტესტა. მათ რეაგირებისათვის განათლების სამინისტროს და ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართეს. ასევე კახეთის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, სადაც ამით ალიევს თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. პედაგოგების თქმით,  პროტესტის შემდეგ ალიევი მათ სკოლის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა, რომ თუ მის წინააღმდეგ სხვადასხვა უწყებებში შეტანილ საჩივრებს უკან არ გამოითხოვდნენ, განმცხადებლებს სკოლასთან ერთად სოფლის დატოვებაც მოუწევდათ. გუშინვე ალიევის ბრძანებით სკოლის შენობაში არ შეუშვეს ქართული ენის ყოფილი მასწავლებელი ხათუნა გოგობერიშვილი.

ამით ალიევი პედაგოგების ბრალდებებს უარყოფს და მათგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC