03:19, Friday, 24.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ენგურის გადაკვეთა მხოლოდ აფხაზური პასპორტის მქონე პირებს შეეძლებათ

09.10.2008
აფხაზი სეპარატისტები აფხაზეთისა და სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვას გეგმავენ.  ჩაკეტვის შემთხვევაში საზღვრის  გადაკვეთა მხოლოდ აფხაზური პასპორტის მქონე პირებს შეეძლებათ და ისიც სპეციალური საშვის აღების შემთხვევაში, რომლის ღირებულებაც ვადის მიხედვით იქნება განსაზღვრული.

როგორც „მედიანიუსს“ აფხაზეთის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა რაულ ქირიამ განუცხადა, მათი ინფორმაციით, სამთვიანი საშვის ღირებულება 5000 რუბლი ეღირება, ექვსთვიანი საშვი 10 000 რუბლი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის მიერ აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება საშვის მიხედვით განსაზღვრულ ვადას გადასცდება, 15 000-დან 20 000 რუბლამდე ჯარიმას დააკისრებენ.

თუ სამეგრელოდან აფხაზეთის მხარეს აფხაზეთში არარეგისტრირებული მოქალაქე გადაკვეთს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც „მედიანიუსს“ გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მცხოვრებმა განუცხადა, საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ საუბარი მიმდინარეობს.

წყარო: მედიანიუსი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC