კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოცაგენტის მიერ ხელმოწერების გაყალბების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

22 იანვარი, 2009

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის კონტროლის ჯგუფის აგენტის კახაბერ შათირიშვილის მიმართ სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე კახეთის საოლქო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინფორმაციით, სოცაგენტმა კახაბერ შათირიშვილმა სოციალური დახმარების მაძიებელი გივი ქრისტესიაშვილის საქმეში ოჯახის წევრთა ხელმოწერები გააყალბა. ამ და სხვა დარღვევებმა კი გენერალური ინსპექციის ცნობით, ქრისტესიაშვილების ოჯახისთვის მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნაში მოცემულ საკითხებს არ ეთანხმებიან და მას არაპროფესიონალურს უწოდებენ.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები