კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“მემარჯვენეების” წევრების მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა

3 ივნისი, 2009

“ახალი მემარჯვენეების” ადიგენის რაიონის ორგანიზაციის წევრების მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, - ამის შესახებ, პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინზე “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს, 12:00 საათზე,  სასამართლომ "ახალი მემარჯვენეების" ორ წევრს ჯარიმა დააკისრა 100-100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე წევრს პატიმრობა შეუფარდა იმის გამო, რომ მამამისი აქტიურად მონაწილეობდა ოპოზიციის აქციებში და "საკანშიც" კი იჯდა.

მანანა ნაჭყებიამ ამ დაკავებას პოლიტიკური უწოდა. “დააკავეს ჩვენი ორგანიზაციის წევრები იმისათვის, რომ თითქოს ისინი უმისამართოდ იგინებოდნენ. მთელი ღამის განმავლობაში მათი დაკავების შესახებ მათი ახლობლებისთვის ცნობილი არ იყო”, _ განაცხადა მანანა ნაჭყებიამ და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა იმედი არ აქვთ, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას შეცვლის.

როგორც ნობილია ადიგენის პოლიციამ ძმებ ბუბა და ბახვა კიკაბიძეები, ასევე, თემურ ფარულავა დააკავა. ახალი მემარჯვენეების წევრის მანანა ნაჭყებიას განცხადებით მათი დაკავება საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო მოხდა.

"ითქვა, თითქოს მათ აყალ-მაყალი მოაწყვეს. მათი დაკავება წუხელ სხვადასხვა ადგილას მოხდა და ოჯახის წევრები, ასევე, არასამთავრობოები ინფორმაციას დილამდე ვერ აზუსტებდნენ",-განაცხადა ნაჭყებიამ და აღნიშნულ დაკავებას პოლიტიკური უწოდა.
როგორც მან აღნიშნა, დაკავებულები აქტიურად მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში და რუსთაველის გამზირზე 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

"ადიგენი ვანო მერაბიშვილის კონტროლირებადი რაიონია და ცდილობს, არ დაუშვას მის რაიონში მცხოვრებლების აქციებში მონაწილეობა",-განაცხადა ნაჭყებიამ და დასძინა, რომ ამ თემაზე საგანგებო განცხადებასაც გაავრცელებენ.
 წყარო "ინტერპრესნიუსი"

ახალი ამბები