კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბურჯანაძის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი დაკარგული გოგონები გამოჩნდნენ

4 ივნისი, 2009

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი დაკარგული გოგონები გამოჩნდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნინო ბურჯანაძის პარტიაში განუცხადეს, დარეჯან გუჯეჯიანი და თამარ ნავერიანი აფრიკის დასახლებაში იპოვეს. მათ ტელეფონით დაუკავშირდათ ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი, რომელმაც განაცხადა, რომ გოგონები აფრიკის დასახლების ბოლოში იპოვა და მოჰყავს.

პარტიაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, განხორციელდა თუ არა მათზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა ან როგორ აღმოჩნდნენ ისინი აღნიშნულ ადგილზე. მომხდართან დაკავშირებით პარტიის წევრები სახალხო დამცველის ოფისს დაუკავშირდნენ. გაირკვა, რომ გუჯეჯიანი და ნავერიანი სახალხო დამცველს ახსნა-განმარტებას ხვალ მისცემენ.

პარლამენტის შენობის წინ დღეს საღამოს გამართულ მიტინგზე პარტიის წევრმა მარინა სალუქვაძემ განაცხადა, რომ 15.00 საათზე გოგონებს ქუჩაში შავი ფერის „ჯიპი“ დაედევნა. მისივე თქმით, გუჯეჯიანმა და ნავერიანმა ახლობლებთან დარეკვა და დახმარების თხოვნა მოასწრეს. ამის შემდეგ კი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები გოგონებს უშედეგოდ ეძებდნენ.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები