კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტპატიმრების ოჯახები მოითხოვენ, დაკავებულები ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტამდე გაათავისუფლონ

6 ივლისი, 2009

პოლიტპატიმრების ოჯახების წევრები დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

ამის შესახებ ერთ-ერთი დაკავებულის შვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონი ხალხისთვის“ წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს სახალხო დამცველის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თუ 9 აპრილამდე პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანთა რიცხვი 30-ს არ აღემატებოდა, ამჯერად მათი რაოდენობა გასამმაგდა და როგორც სისხლის, ისე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით 92 ადამიანია დაპატიმრებული. ქუცნაშვილის განცხადებით, ისინი პოლიტიკურ პარტიებთან ერთად კოორდინირებული ბრძოლის დაწყებას აპირებენ და მოითხოვენ, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტამდე დაკავებულები გათავისუფლდნენ

„საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნამ არნახულ მასშტაბს მიაღწია. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და უცხოეთის მთავრობებს, დაგვეხმარონ უდანაშაულო ადამიანების დახსნაში“, -განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები