კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქურდის დაჭერისათვის დაკავებულ გლეხებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

21 აგვისტო, 2009

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა გურჯაანის პროკურატურის შუამდგომლობა და ატმის ბაღში ქურდის დაჭერისათვის დაკავებულ გივი და ალექსანდრე პაპალაშვილებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა გივი და ალექსანდრე პაპალაშვილები 18 აგვისტოს დააკავეს. პოლიცია დაკავებულებს ბრალს მოქალაქე სოსო კოჭლამაზაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში სდებს. საქმე ისაა, რომ 15 აგვისტოს პაპალაშვილებმა, როგორც თავად ამბობენ, ნაკვეთში ატმის ბაღის ქურდი სოსო კოჭლამაზაშვილი დაიჭირეს. კოჭლამაზაშვილი მათგან გაქცევას ცდილობდა, რის გამოც სატვირთო მანქანაში ჩასვეს, დააბეს და სოფელში წაიყვანეს, სადაც მას თოკები შეხსნეს და ხალხის თანდასწრებით ხელწერილი დააწერინეს. ხელწერილში კოჭლამაზაშვილი აღიარებს, რომ ატამი ნამდვილად მან მოიპარა და თანხას იმ შემთხვევაში აანაზღაურებს, თუ მას პოლიციას არ გადასცემენ. კოჭლამაზაშვილი გაუშვეს, თუმცა ორი დღის შემდეგ მან პოლიციაში იჩივლა. კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ მას ქურდობა არ ჩაუდენია და ხელწერილი, რომელიც პაპალაშვილებს აქვთ, მის მიერ არ არის დაწერილი.

ამ თემაზე:

სოფელ გურჯაანის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები