კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ მახარაძის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას თანხების მითვისებაში ადანაშაულებს

25 აგვისტო, 2009

გურჯაანის რაიონის სოფელ მახარაძის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას პროგრამის „ფული ყველა სოფელს“ ფარგლებში გამოყოფილი თანხების, კერძოდ კი 30 ათასი ლარის მითვისებაში ადანაშაულებს.

სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფლის დახმარებისათვის გამოყოფილი თანხებით გზების შეკეთება და წყალგაყვანილობის განახლება უნდა მომხდარიყო, მაგრამ პრობლემები ისევ მოუგვარებელია.

„წყალი საერთოდ არ გაკეთებულა, გზები კი გადათხარეს და ისე დატოვეს. წვიმის დროს ქუჩაში გასვლა შეუძლებელია“, - აღნიშნეს სოფელ მახარაძის მაცხოვრებლებმა.

მოსახლეობის ბრალდებებს არ ადასტურებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გოგა პეტრუზაშვილი. მისი თქმით, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, სოფელ მახარაძეს 9 126 ლარი გამოეყო და აღნიშნული თანხა სოფლის შიდა გზების მოხრეშვას, სანიავღვრე სისტემების გაწმენდით და სხვა სამუშაოებს მოხმარდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები