კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა

25 აგვისტო, 2009

სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის განხორციელების დროს დაბრკოლებების შექმნის გამო, სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

სოზარ სუბარი ითხოვს, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ საკუთარი მოვალეობის დაუბრკოლებლად განხორციელება, დაბრკოლება არ შეექმნას სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტისა და გაერო-ს წამების პრევენციის ქვეკომიტეტისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშის წარდგენას.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, #7 საპყრობილის თანამშროლებმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ მისცეს საშუალება, კონფიდენციურად გასაუბრებოდნენ პატიმრებს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილის, აკაკი სეფერთელაძის განცხადების მიუხედავად, რომ სახალხო დამცველს მუშაობაში ხელი არ შეეშლებოდა, კვლავ გრძელდება სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის მონიტორინგის განხორციელებაში არსებითად ხელის შეშლა. კერძოდ, 18 აგვისტოს ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულაბაში სახალხო დამცველის რწმუნებულებს კვლავ შეექმნათ დაბრკოლება დაწესებულების საკანში შესვლის და პატიმრებთან კონფიდენციურად გასაუბრების დროს.

სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოაღნიშნული ფაქტები პირდაპირ ლახავს საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

წყარო „ინტერპრესნიუსს“

ახალი ამბები