ლევან გოგიჩაიშვილმა სასამართლო პროცესზე დანაშაული არ აღიარა
15.09.2009
ოპოზიციის აქტივისტმა ლევან გოგიჩაიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დანაშაული არ აღიარა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს გოგიჩაიშვილი გუშინდელ სხდომაზე დაიკითხა, რომელიც გვიან დამთავრდა. დაიკითხა ასევე ამ საქმეში კიდევ ერთი განსასჯელი გიორგი ალხაზიშვილი. დანაშაული არც მან აღიარა. მომავალ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 17 სექტემბერს არის დანიშნული მხარეთა შორის კამათი გაიმართება. დოკუმენტების გამოკვლევის და საბოლოო სიტყვის შემდეგ კი განაჩენი გამოცხადდება.
გოგიჩაიშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ხულიგნობა, ალხაზიშვილს კი ხულიგნობა ედება. საქმე ეხება 2009 წლის ივლისში წყნეთში ირაკლი ბათიაშვილის შვილის ირინა ბათიაშვილის დაბადების დღის შემდეგ მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც დავით ლეჟავა დაიჭრა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას