კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში დღეს აფხაზური საკვირაო სკოლა გაიხსნება

21 სექტემბერი, 2009

თბილისში, თავისუფლების მოედანზე დღეს აფხაზური საკვირაო სკოლა გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

სასწავლებელი საქართველოს პრეზიდენტის და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით და კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იხსნება. სკოლაში აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებთან ერთად თბილისელი ბავშვებიც ისწავლიან.

გახსნის ცერემონიალს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე განათლების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

 პროექტის ხელმძღვანელია ორგანიზაციის "მომავალი თაობისათვის" პრეზიდენტი და სკოლის დირექტორი დავით მენაფირე.

პირველი ასეთი სკოლა - „ლამპარი“ ქალაქ რუსთავში უკვე 2 წელია არსებობს და დღეისათვის, იქ 600-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. აფხაზურ ენას მათ პედაგოგი, ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ აფხაზური ჯგუფის ჟურნალისტი, ეროვნებით აფხაზი - ირმა ოსია ასწავლის.

აფხაზური საკვირაო სკოლის მოსწავლეები ახლადშედგენილი აფხაზური დედაენით ისწავლიან.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები