კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომპანია „სოკარს“ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობაც უპირისპირდება

13 ოქტომბერი, 2009

აზერბაიჯანულ კომპანია „სოკარს“, რომელიც კახეთში ბუნებრივი აირის დისტრიბუციას ახორციელებს, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობაც უპირისპირდება.

იორმუღანლოს მაცხოვრებთა განცხადებით, „სოკარმა“ გაზი მხოლოდ სოფლის ერთ ნაწილამდე მიიყვანა და მხოლოდ 4 ოჯახის გაზიფიცირება მოახდინა, ტელეკომპანიების მეშვეობით კი საზოგადოებას მთელი იორმუღანლოს გაზიფიცირების შესახებ აუწყა.

„სინამდვილეში მთელ სოფელში გაზი თვითონ უნდა გავიყვანოთ, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება და ამას გაზის სახლამდე შეყვანის გაორმაგებული ღირებულებაც ემატება. თავიდან გვპირდებოდნენ, რომ საცხოვრებელ სახლებამდე გაზს თვითონ მიგვიყვანდნენ, მაგრამ გადაგვაგდეს. არსებული პირობებით ბუნებრივი აირით სოფლის მოსახლეობის 10 პროცენტიც კი ვერ ისარგებლებს“, - განაცხადეს იორმუღანლოს მაცხოვრებლებმა. ოფიციალური მონაცემებით, სოფელ იორმუღანლოში 4 ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.

უნდა აღინიშნოს, რომ „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, ცოტა ხნის წინ, ლენტი ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთი სოფლის ოჯახშიც გაჭრეს და ტელეკომპანიების მეშვეობით საზოგადოებას რაიონის გაზიფიცირების შესახებ აცნობეს. აღმოჩნდა, რომ „სოკარმა“ საკუთარი ხარჯებით ლაგოდეხის სოფელშიც 4 ოჯახის გაზიფიცირება მოახდინა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები