კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციური პარტიების ნაწილი თბილისის პარკებისთვის რეკრიაციული ზონის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებს

16 ოქტომბერი, 2009

ოპოზიციური პარტიების ნაწილი თბილისის პარკებისთვის რეკრიაციული ზონის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებს.

მათ თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც „კონსერვატორების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ თბილისის 40-მდე სკვერს ასეთი სტატუსი საკრებულომ გაუუქმა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია ამ პარკებში მშენებლობების დაწყება.

მისივე თქმით, დღევანდელი აქცია ატარებს გამაფრთხილებელ ხასიათს და თუკი საკრებულო არ გააუქმებს თავის გადაწყვეტილებას, უფრო მასშტაბურ აქციას მომავალ კვირას, პარასკევს, 14 საათზე ისევ საკრებულოსთან გამართავენ.

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით კი, გვაქვს საქმე ტყის მასივების განადგურებასთან.

„უგულავა სისხლის სამართლის დამნაშავეა. ამ პარკების ადგილზე გამგეობების შენობების მშენებლობა წამოიწყო და ყველა გამგეობის შენობას სკვერში აშენებს, რისთვისაც მას პასუხი მოეთხოვება“,-აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, პაატა ჯიბლაძის განცხადებით, თავისუფალი ადგილები უკვე გაყიდულია და ამიტომ მერია იძულებულებია, გამგეობის შენობები სკვერებში ააშენოს.

საპროტესტო აქციას ესწრებოდა „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, აპროტესტებენ საკრებულოს უკანონო გადაწყვეტილებას ტყე-პარკებთან და სკვერებთან დაკავშირებით.

რეკრიაციული ზონის სტატუსის გაუქმება პარკებს და სკვერებს საფრთხის ქვეშ აყენებს. „განადგურების პირას დადგება ქალაქი და ეს არ უნდა დავუშვათ“,- აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები