19:44, Friday, 24.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მოსახლეობამ საქართველო-აზერბაიჯანის ავტომაგისტრალი გადაკეტა

19.10.2009
რამდენიმე წუთის წინ, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმის მაცხოვრებლებმა სასმელი წყლის მოთხოვნით, ლაგოდეხის საბაჟოსთან საქართველო-აზერბაიჯანის ავტომაგისტრალი გადაკეტეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფელ მაწიმის სასმელი წყლის მომარაგებისათვის 120 ათასი ლარი დახარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. მაწიმის მოსახლეობა დღემდე სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება, აქციის მონაწილეებს ავტომაგისტრალის გახსნას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები სთხოვენ, თუმცა მოსახლეობა პიკეტირების შეწყვეტაზე უარს ამბობს. ადგილზე უკვე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციისა და შს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC