კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახაშნის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დაუპირისპირდა

20 ოქტომბერი, 2009

გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშნის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დაუპირისპირდა. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, გურჯაანის გამგეობისა და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სოფლის მოსახლეობას გაზიფიცირებას 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე დაპირდნენ, თუმცა აქამდე დაპირება არ შეუსრულებიათ.

„ოღონდ ხმა გიორგი ღვინიაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას მიეცით და მთელი სოფლის გაზიფიცირებას მოვახდენთო. საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი სკოლის შენობაში იყო გახსნილი. არჩევნების წინა დღეს მოიტანეს და ბუნებრივი აირის გასაყვანად საჭირო დიდი რაოდენობით მილები პირდაპირ საარჩევნო უბნის შესასვლელთან დაალაგეს. ხალხს ეგონა, გვეშველა, გაზი გვექნებაო, მაგრამ არჩევნების მეორე დღეს, როცა ღვინიაშვილი გამარჯვებულად გამოცხადდა, რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა სატვირთო მანქანით მილები ისევ უკან წაიღეს. ღვინიაშვილი, რომელიც მაშინ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, დღეს კახეთის გუბერნატორია და პასუხს სწორედ მისგან ვითხოვთ“, - განაცხადეს ახაშნელებმა.

სოფლის მოსახლეობის პრეტენზიებს არ ადასტურებს კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი, რომელიც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობის გურჯაანის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო. „ჩვენს პერიოდში ასეთი რამ არ მომხდარა. გიორგი ღვინიაშვილის მხარდასაჭერად არცერთი მეტრი მილი არსად არ მიგვიტანია“, - აღნიშნა სიბაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები