კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოკუპირებულ გალში გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

20 ოქტომბერი, 2009

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეშვიდე შეხვედრა გალში 5 საათ ნახევარს გაგრძელდა. გაეროს, გალის ოფისში მოლაპარაკებას ქართული, აფხაზური, რუსული, გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს შინაგან სამქეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რომელიც ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა, ჟურნალისტებს ენგურის ხიდთან არსებულ ქართული პოლიციის საგუშაგოსთან განუცხადა, რომ კონკრეტული შეთანხმება ამჯერადაც მიღწეული არ არის. „შეხვედრაზე საუბარი იყო ადმნისიტრაციული საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთაზე. ასევე იმ კრიმინოგენულ ვითარებაზე, რომელსაც გალის რაიონში აქვს ადგილი. საუბარი შეეხეო გალის სკოლებსაც, რაც ახლა იქ ხდება ასე არასოდეს ყოფილა“. თუმცა უტიაშვილს არ დაუკონკრეტებია თუ რას გულისხმობდა სკოლებზე საუბრისას.

ვიდრე გალში შეხვედრა მიმდინარეობდა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ენგურის ხიდზე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ ადგილობრივებს გაესაუბრა. რესპოდენტები ყვებიან, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილებას განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ახერხებენ. უკანონო საგუშაგოზე ამჟამად აფხაზები დგანან, რომლებიც საზღვრის გადაკვეთისთვის 100 რუსულ რუბლს გვახდევინებენ, რის შემდეგაც  ზუგდიდში გადმოვდივართ. „როცა ფული არ გვაქვს მდინარეზე გადავდივართ და წვალება გვიწევს. ზოგჯერ ისეთები დგანან, ფული რომ არ გქონდეს გაგიშვებენ, მაგრამ ეს იშვიათია“, - გვიხსნიან გალელები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა ორ კვირაში კვლავ გალში გაიმართება. ცნობისათვის: 20 ოქტომბრის მოლაპარაკებას აფხაზური მხრიდან დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია და გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან ქიშმარია დაესწრნენ. ოფიციალურ მოსკოვს კი ფსბ–ს  სასაზღვრო ჯარების მეთაური იური ზვირიკი წარმოადგენდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ზუგდიდი

ახალი ამბები