კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული მხარე ცხინვალისგან ტირძნისის სკოლის მოსწავლეების გათავისუფლებას უცხოელი დიპლომატებისგან კი ამ საქმეში აქტიურ მონაწილეობას ითხოვს

6 ნოემბერი, 2009
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ტირძნისის საშუალო სკოლის მოსწავლეების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას  ითხოვს.

შსს-ს ინფორმაციით, გუშინ, ნაშუადღევს სოფელ ტირძნისის საშუალო სკოლის მოსწავლეები: რომელაშვილი გიორგი (დაბადებული 1995 წელს), საბაძე ალეკო (დაბადებული 1995 წელს), ბუჩუკური ვიქტორ (დაბადებული 1993 წელს) და ხმიადაშვილი ლევან (დაბადებული 1992 წელს) დაიკრგნენ გორის რაიონის სოფელ ტირძნისის მიმდებარე ტერიტორიიდან.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსწავლეები შესაძლოა, დაკავებულნი იყვნენ ცხინვალში, რასაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებაც ადასტურებს“,-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოს განათლების მინისტრი ნიკა გვარამია კი ქართველი ბავშვების ტყვეობიდან გათავისუფლებაში აქტიური მონაწილეობისკენ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს.

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამ ახალგაზრდების გამოსახსნელად, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მინდა ვუთხრა, რომ საუბარია ბავშვების ბედზე. მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველაფერი გააკეთონ ბავშვების ტყვეობიდან გამოსახსნელად, რათა ისინი დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებსა და სკოლას“, - აღნიშნა გვარამიამ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები