კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იეჰოვას მოწმეები სამართალდამცავებს გულგრილობაში ადანაშაულებენ

10 ნოემბერი, 2009

იეჰოვას მოწმეები შს საგარეჯოს რაიონული განყოფილების და კახეთის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას გულგრილობაში ადანაშაულებენ.

იეჰოვას მოწმეების ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მათ მოწმეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ორჯერ მიაყენეს, თუმცა პოლიციას არცერთი ფაქტი არ შეუსწავლია.

"საგარეჯოში იეჰოვას მოწმეების "სამეფო დარბაზს” დაუშინეს ქვები და მინის ბოთლები, დაზიანდა შენობა, ხოლო იეჰოვას მოწმე მ. იაკოშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დღის განმავლობაში თავდასხმა ორჯერ განმეორდა. ამავდროულად, მ. იაკოშვილს დაემუქრნენ, რომ გადაწვავდნენ ამ შენობას, თუმცა პოლიციას მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია. ასევე უყურადღებოდ დარჩა ნაჭყებიას საქმეც, რომელიც მხოლოდ იმიტომ შეურაცხყვეს ფიზიკურად, რომ მასში იეჰოვას მოწმე ამოიცნეს“, - აცხადებენ იეჰოვას მოწმეები.

ადგილობრივი მართლმადიდებლების თქმით, იეჰოვას მოწმეები ქუჩაში სკოლის შენობების წინ ქადაგებენ და მოზარდებს ლიტერატურას ძალდატანებით აძლევენ. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები მოსახლეობას პირდაპირ საცხოვრებელ სახლებში აკითხავენ და იეჰოვას მოწმეთა რიგებში გაერთიანებას ურჩევენ, რაც ზოგიერთი ადამიანის აღშფოთებას იწვევს. „არის ხოლმე შემთხვევები, როცა სახლში შემოდიან და გარეთ ვეღარ გაგვყვავს, სანამ ძალით არ გავაგდებთ“, - განაცხადეს საგარეჯოს მაცხოვრებლებმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები