კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გენერალი კობალაძე მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

11 იანვარი, 2010

11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მუხროვანის სამხედრო ამბოხში ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა.

როგორც გენერალ კობა კობალაძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სამხედრო ამბოხში მონაწილეობა არ დაადასტურა და ბრალდების ამ ნაწლიში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. მისივე თქმით, კობალაძეს მხოლოდ იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდება  დაუმტკიცდა, რის გამოც 8 თვე და 6 დღე პატიმრობა შეეფარდა. ეს ვადა კი სწორედ დღეს ამოიწურა და კობა კობალაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გელა ნიკოლაიშვილს თქმით, სასამართლოს განაჩენით, 29 წლით პატიმრობა მიესაჯა ამბოხებაში მეორე ბრალდებულს, კობა ოთანაძეს. ლევან ამირიძეს - 28 წლით, შოთა გორგიაშვილს კი 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სასამართლომ ამბოხებაში დამნაშავეებად დანარჩენი 20 განსასჯელიც ცნო.

საქმის მასალების მიხედვით, მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა. განსასჯელებს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა და დაუმორჩილებლობა ედებოდათ ბრალად. 41 ბრალდებულიდან 16-მა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და ბრალი არ აღიარა, 20-მა კი პროკურატურასთან საპროცესო გარიგება გააფორმა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები