კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთი აფხაზეთში საკუთარი მოქალაქეების „საკუთრების უფლების“ დაცვას მოითხოვს

4 თებერვალი, 2010

მოსკოვსა და სოხუმს შორის სკანდალი მწიფდება. ამის შესახებ გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ იუწყება.

გაზეთის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოხუმის რეჟიმს უკვე გაუგზავნა ნოტა, რომელშიც „რუსეთის მოქალაქეების საკუთრების უფლების მრავალრიცხოვანი დარღვევის გამო სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა.

აფხაზი ადვოკატის, თამაზ ქეცბას განცხადებით, მისთვის უძრავი ქონების ჩამორთმევის ასეულობით ფაქტია ცნობილი. „მხოლოდ მე 30 ამგვარ საქმეს ვაწარმოებ. რუსეთის საელჩოში ციფრი 4000 დამისახელეს, მათგან უძრავი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ სწორედ ამდენი განცხადება დევს“, - აღნიშნა ქეცბამ.

როგორც გამოცემა წერს, აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლება აფხაზური კანონმდებლობით მხოლოდ „აფხაზეთის მოქალაქეს“ აქვს, რუსეთის მოქალაქეები კი, უძრავი ქონების შესაძენად იძულებულნი არიან, სხვადასხვა საეჭვო სქემებში მიიღონ მონაწილეობა.

„აქ რუსები ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. აფხაზს ადვილად ვერ გაანაწყენებ, საცხოვრებელს ვერ წაართმევ, რადგან მის უკან მრავალრიცხოვანი ნათესაობა დგას. რუსებს კი აქ არავინ იცავს“, - განაცხადა ადვოკატმა ქეცბამ.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები