კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითმმართველობის ორგანოებში ინფორმაციის საჯაროობის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა

17 თებერვალი, 2010

კახეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ინფორმაციის საჯაროობის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრში განაცხადეს.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის ოფისის ინფორმაციით, 2010 წლის იანვარში ორგანიზაციამ კახეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების, გამგეობების და გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებს 45 წერილით მიმართა.

„საჯარო დაწესებულებებიდან 2010 წლის ბიუჯეტების პროექტებისა და დამტკიცებული ვარიანტების ასლები მოვითხოვეთ. ასევე, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ გამგეობებს სხვა ხარჯებში გათვალისწინებული თანხები რა ღონისძიებებში აქვთ გახარჯული; საჯარო მოხელეებს 2009 წელს აქვთ თუ არა მიღებული პრემიები, ჯილდოები, ვის, რამდენი, როდის და რის საფუძველზე. მოთხოვნილი ინფორმაციებიდან კანონით დადგენილ ვადაში სრულყოფილი პასუხი მხოლოდ 1 განცხადებაზე მივიღეთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების გასვლის მიუხედავად, ინფორმაცია საერთოდ არ მოგვაწოდეს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან, საგარეჯოს საკრებულოდან, სიღნაღის,დედოფლისწყაროს და ახმეტის გამგეობებიდან. დანარჩენი ორგანოებიდან ვადების დარღვევით არასრულყოფილი პასუხები მივიღეთ“, - აღნიშნეს ადამიანის უფლებათა ცენტრში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები