კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოხუმის რეჟიმი უძრავი ქონების ყიდვის უფლებას რუსეთის მოქალაქეებსაც მისცემს

22 თებერვალი, 2010

სოხუმის რეჟიმმა საკუთარ „კანონმდებლობაში“ ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა, რომელთა მიხედვითაც აფხაზეთში მიწისა და უძრავი ქონების ყიდვა რუსეთის მოქალაქეებსაც შეეძლებათ. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ამის შესახებ სოხუმის რეჟიმის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომელიც მოსკოვში სოხუმის რეჟიმის ლიდერთან, სერგეი ბაღაფშთან ერთად იმყოფება. 

მისი განცხადებით, „უძრავი ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებების შედეგად რუსეთის მოქალაქეებს მიწის და შენობების ყიდვის ისეთივე უფლებები ექნებათ, როგორც „აფხაზეთის მოქალაქეებს“. ამ დრომდე აფხაზეთში ნებისმიერ უძრავ ქონებას რუსეთის მოქალაქეები „აფხაზეთის მოქალაქეების“ სახელზე აფორმებდნენ, რაც ხშირად ქონებრივი დავის მიზეზი ხდებოდა. 

გამოცემა ვარაუდობს, რომ ახალი ინციატივა აფხაზეთის მოსახლეობაში უარყოფით რეაქციას გამოიწვევს, რადგან საცხოვრებლის პრობლემები აფხაზეთში მწვავედ დგას, რუსეთის მოქალაქეები კი ადგილობრივებზე მეტად მსყიდველუნარიანნი არიან.
„საკანონმდებლო“ ცვლილებებს განსახილველად აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში უახლოეს თვეებში შეიტანენ.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები