კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს მიერ ტრენერთა შერჩევის კრიტერიუმებს ეჭვქვეშ აყენებს

27 მაისი, 2010
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ახმეტის საარჩევნო ოლქში დაუყოვნებლივ ჩამოაშოროს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების ტრენინგებს ალექსანდრე ჯუგაშვილი.

„ახმეტის საარჩევნო ოლქში, 20 მაისს ჩატარებულ ტრენინგზე, რომელსაც მე-11 და მე-13 საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ესწრებოდნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტრენერმა ალექსანდრე ჯუგაშვილმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ტრენინგის მონაწილეებს. კერძოდ, მან განმარტა, რომ არჩევნების დღეს ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ ღიად უნდა აჩვენოს საარჩევნო უბანზე მყოფ პირებს, თუ რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა“, - ნათქვამია სადამკვირვებლო ორგანიზაციის განცხადებაში.

აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, „სამართლიანი არჩევნები“ ეჭვქვეშ აყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ტრენერთა შერჩევის კრიტერიუმებს. „სამართლიანი არჩევნები“ მოითხოვს, ცესკომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ზემოთაღნიშნული ტრენერის მიერ ჩატარებული ტრენინგების მონაწილეთათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები