კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ჯორჯიან მანგანეზში" კრიზისი გადალახულია

4 ივნისი, 2010

ზესტაფონის შპს "ჯორჯიან მანგანეზში" კრიზისი გადალახულია. სამდღიანი გაფიცვის და დაძაბული ვითარების შემდეგ , ქარხნის ადმინისტრაციასა და პროფკავშირებს შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, "ჯორჯიან მანგანეზის" უკრაინელმა დირექტორმა კოლექტივთან და პროფკავშირებთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა. "ჯორჯიან მანგანეზსა" და პროფკავშირებს შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდება.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეთანხმებით ქარხნის ადმინისტრაციასა და მის თანამშრომლებს შორის არსებული ყველა პრობლემატური საკითხი მოგვარდება. მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაცია კეთილ ნებას გამოხატავს და თანამშრომლებს პრაქტიკულად ყველა მოთხოვნას უკმაყოფილებს. აქვე ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, უკანონო ქმედებების შემთხვევაში მყარი პოზიცია იქონიოს.

"მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს შპს "ჯორჯიან მანგანეზს" მუშაობა არ შეუწყვეტია. მოთხოვნების დაკმაყოფილება ხდება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღაა",-აცხადებენ პროფკავშირებში.
მორანდუმი დღეს, 15.00 საათზე, ზესტაფონის "ჯორჯიან მანგანეზის" ქარხნის შენობაში გაფორმდება

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები