კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვლადიმერ ვახანიას დამ მევლუთ ჩავუშოღლუს ძმის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა

14 ივნისი, 2010
პატიმრობაში მყოფი ვლადიმერ ვახანიას დამ, ნანული ვახანიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მევლუთ ჩავუშოღლუს ძმის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.

ნანული ვახანია ევროსაბჭოს წარმომადგენლობის თბილისის ოფისთან ჩავუშოღლუს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე დახვდა და უთხრა, რომ მისი ძმა პოლიტიკური პატიმარია.

მისივე თქმით, ვლადიმერ ვახანია პოლიტიკურ ორგანიზაცია „მთლიან საქართველოს“ ხელმძღვანელობდა და საპროტესტო აქციების დროს სრულიად უკანონოდ დააკავეს.

„სახლში ჩხრეკაც ჩაატარეს, თუმცა იარაღი ვერ აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა სასამართლომ მე-6 თვეა, საქმის განხილვა არ შეაჩერა. ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა; სწორედ ამიტომ, დღეიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მივმართავ“, - განაცხადა ნანული ვახანიამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მას შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა და დაპირდა, რომ ამ საკითხს ყველა შეხვედრაზე დააყენებდა.

ნანული ვახანიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები