კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

389 200 ლარი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მანქანებისთვის

17 ივნისი, 2010
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რვა ახალი ავტომანქანა შეიძინეს. თითოეული ავტომობილი ბიუჯეტს 48 650 ლარი დაუჯდა, მთლიანობაში კი, დეპუტატების კომფორტული გადაადგილებისთვის 389 200 ლარი დაიხარჯა.

დღემდე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები 1991 წელს გამოშვებული „მერსედესებს“ იყენებდნენ, ახლა კი „მიცუბიშ აუტ ლენდერის“ უახლესი ავტომობილებით ისარგებლებენ. ახალი ავტომანქანები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისთვის, ორი ფრაქციისა და ხუთივე კომისიის თავმჯდომარეებისთვისაა განკუთვნილი.

უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ლევან ხოზრევანიძე ახალი ავტომანქანების შეძენას ამართლებს, რადგან მოძველებული ავტომობილების სარემონტო სამუშაოებისთვის, გასულ წელს, 40 000 ლარი დაიხარჯა.

8 ახალი ავტომანაქანიდან 2 „მიცუბიშ აუტ ლენდერი“ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციას - ქრისტიან-დემოკრატებს ერგო: ერთი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ქრისტიან-დემოკრატ ნიაზ ზოსიძეს, მეორე კი - ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე ნუგზარ ფუტკარაძეს.

ნიაზ ზოსიძე აცხადებს, რომ იგი ძვირადღირებული მანქანების შეძენას არ დათანხმებია.

ლევან ხოზრევანიძის ინფორმაციით, ახალ მანქანებს გაცილებით მცირე რაოდენობის საწვავი სჭირდება. თუმცა, საწვავის მოხმარების შემცირების საკითხი აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს ჯერ არ დაუსვამს.

დეპუტატები ყოველთვიურად 5 800 ლიტრ საწვავს მოიხმარენ, აქედან 1 200 ლიტრს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე ორი მანქანით სარგებლობისთვის იყენებს, ხოლო კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები 400-400 ლიტრ საწვავს მოიხმარენ.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები