კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გოგა ხაჩიძემ სამინისტროს ორი თანამშრომელი გაათავისუფლა

30 აგვისტო, 2010
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამმართველოს უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი და ამავე სამმართველოს სპეციალისტი ხათუნა ახალაია თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება. მათივე ინფორმაციით, ჩანქსელიანმა და ახალაიამ 2010 წლის 29 ივლისს კახეთის საინფორმაციო ცენტრის საგამოძიებო ჯგუფის ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტი სამინისტროს შენობაში, ორჰუსის ცენტრში მოხდა.

ჟურნალისტები სამინისტროს პრესცენტრთან შეთანხმების შემდეგ, ჩანქსელიანისა და ახალაიასგან, ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვდნენ, რამაც ჩინოვნიკების გაღიზიანება გამოიწვია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ჰოლანდიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის მიზანიც კახეთში ვადაგასული პესტიციდების რისკ - ფაქტორების შემცირება იყო, ქართულმა მხარემ ფაქტობრივად ჩააგდო. ჟურნალისტური გამოძიება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები