კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გენო მალაზონია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

20 სექტემბერი, 2010

სს „ენერჯი ინვესტის“ გენერალური დირექტორი გენო მალაზონია პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

როგორც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, მალაზონიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. საპროცესო შეთანხმების პირობები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პროკურატურის ინფორმაციით, მალაზონია რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.
მალაზონია წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და დუმილის უფლებას იყენებდა.

გენო მალაზონიას ბრალი ედება უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში. საქმე ეხება 2006 წელს მოპოვებულ ლიცენზიას, რომელიც „ენერჯი ინვესტს“ საქართველოში ელექტროენერგიის მოპოვების უფლებას აძლევდა. ბრალდების მტკიცებით, „ენერჯი ინვესტის“ დირექტორმა დაარღვია ლიცენზირების პირობები, როდესაც ცალკე არ აწარმოა საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტები. ლიცენზიის პირობების მიხედვით, საბუღალტრო აღრიცხვა ცალკე უნდა ეწარმოებინა. საუბარია ამ გზით 65 მილიონ ლარზე მეტი შემოსავლის მიღებაზე.

გენო მალაზონია სამართალდამცავებმა 19 მაისს დააკავეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები