18:51, Saturday, 22.02.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კონტროლის პალატის თავმჯდომარე სიღნაღში სასტუმროს აშენებს

20.09.2010
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი სიღნაღში, ძველი საბილიარდოს ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის მკვიდრმა, ადვოკატმა თენგიზ ბეჟაშვილმა განუცხადა, ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნული ტერიტორია ხელში კახეთის გუბერნატორად მუშაობის დროს ჩაიგდო. მისივე თქმით, საბილიარდოს შენობა კერძო მესაკუთრეს გოგი ჩირინაშვილს ეკუთვნოდა, რომელსაც ქონება წაართვეს.

თენგიზ ბეჟაშვილის განცხადებით, სასტუმროს მშენებლობას კონტროლის პალატის თავმჯდომარის მამა ჯუმბერ ბეჟაშვილი კურირებს.

„ლევან ბეჟაშვილის მამა მშენებლებს თავზე ადგას და ზედამხედველობას უწევს. თვითონ ლევან ბეჟაშვილიც ხშირად ჩამოდის ხოლმე და ტერიტორიას ათვალიერებს,  ძირითადად შაბათობით. ამის თვითმხილველი არაერთხელ თავად გავხდი. ბეჟაშვილი ფეშენებელურ სასტუმროს აშენებს. კახეთის გუბერნატორი რომ იყო, მაშინაც და ახლაც, როცა კონტროლის პალატის თავმჯდომარეა, ადგილობრივ ხელისუფლებას და სამშენებლო კომპანიებს მშენებარე სასტუმროში გარკვეული სამუშაოების შესრულებას ავალებდა. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი თანხები არამიზნობრივად იხარჯება, ქვას დაყრიან და ქვაფენილს არქმევენ, თანხების ხარჯვის მიზნობრიობას კი არავინ სწავლობს და ყურადღებას არ აქცევენ, არც კონტროლის პალატა ამოწმებს“, - განაცხადა თენგიზ ბეჟაშვილმა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძველი საბილიარდოს ტერიტორიაზე სასტუმროს ლევან ბეჟაშვილი აშენებს, კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის სხვა მაცხოვრებლებმაც დაუდასტურეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა კომენტარისთვის ლევან ბეჟაშვილთან დაკავშირება არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ბოტკოველმა კი აღნიშნა, რომ ლევან ბეჟაშვილს ეტყოდა რა საკითხზეც გვინდოდა მისგან კომენტარი, თუმცა ბოტკოველი ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.

ძველი საბილიარდოს ტერიტორიის წართმევასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს ქონების ყოფილი მესაკუთრე გოგი ჩირინაშვილი.

საჯარო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურში კი განაცხადეს, რომ სიღნაღში, ძველი საბილიარდოს ტერიტორია ერთი წლის განმავლობაში გოგი ჩირინაშვილის საკუთრებაში მართლაც იყო, თუმცა მოგვიანებით მან საკუთრება „გაყიდა“. სხვა ინფორმაციის მისაღებად საჯარო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სამსახურში წერილობითი განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა მოითხოვეს. მათივე თქმით, იფორმაციას განცხადების რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში გასცემენ.

ამ საქმეზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი ჟურნალისტურ გამოძიებას უახლოეს დღეებში http://www.ick.ge/ - ზე შემოგთავაზებთ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC