კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი ჟურნალ „ტაბულას“ პუბლიკაციას ეხმაურება

21 სექტემბერი, 2010
ცნობილმა ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი ეხმაურება ჟურნალ „ტაბულაში“ გამოქვეყნებულ წერილს „182 ფაშიზმის მხარდამჭერი“. მეჩითოვის განმარტება „ადამიანის უფლებათა ცენტრმაც“ მიიღო. გთავაზობთ სრულად მის წერილს:

„მსურს გამოვეხმაურო ჟურნალ „ტაბულას“ #23 გამოქვეყნებულ წერილს – „182 ფაშიზმის მხარდამჭერი“, სადაც მე სხვებთან ერთად ვარ დადანაშაულებული არც მეტი არც ნაკლები ფაშიზმის მხარდაჭერაში და საერთოდ, მოხსენიებული ვარ  ჩვენი ქვეყნისთვის ყოველივე უბედურობის მომტანად.  

ამ პატარა მიმართვაში იმდენი უსაფუძლო ბრალდებაა, ყურადღების მიქცევაც რომ არ ღირს, თუმცა ნებისმიერ ლიბერალურ სახელმწიფოში ასეთი სახის ბრალდებებისათვის მის ავტორს სასამართლოში პასუხსაც აგებინებდნენ.
 
პირადად ჩემთვის ნებისმიერი სახის რელიგიური ექსტრემიზმი კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, რომ იმ დანარჩენი 181 ადამიანის უმეტესობაც (ყველაზე თავს ვერ დავდებ!) არის ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვის წინაამღდეგი. ამასთან ერთად, უნდა გვესმოდეს, რომ არაფრთხილი დამოკიდებულება ქვეყნის საუკუნოვანი ტრადიციების მიმართ ასეთი ექსტრემიზმის საუკეთესო ნიადაგია.

ჩვენს მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტის სახელზე არის მოთხოვნა შეწყდეს სისხლის სამართლის დევნა გულაშვილისა და მისი არასრულწლოვანი ვაჟის მიმართ. როგორაა ეს გაიგივაბული მავანთა თავში ფაშიზმის მხარდაჭერასთან, უბრალოდ, გაუგებარია. ასევე გაუგებარია „ტაბულას“ რედაქციის პოზიცია, რომელიც იზიარებს ამ აბსურდულ ბრალდებას, რაც გამოიხატა მიმართვების გვერდების მხატვრული გაფორმებით. განსაკუთრებით მოწონებას იმსახურებს ოქროს ზოდების ნახატი, რომელმაც უნდა გამოიწვიოს მკითხველის თავში აზრი, რომ ეს 182 ადამიანი ფულით არის ნაყიდი.    
 
მიმაჩნია, რომ ეს ვითომდა ფაშიზმის საწინაამდეგო წერილი, რეალურად საზოგადოების გათიშვას და შემდგომ დატერორებას ემსახურება და ბოლშევიკთა საუკეთესო ტრადიციების თარგზე არის შეთხზული. ძალიან სამწუხაროა, რომ შიგნით და გარეთ მტრების ძიებით დაკავებულნი ჩვენ ვერ ვიცილებთ შავბნელი წარსულის უბედურ პრაქტიკას.
 
ნუთუ მართლა ამ კოლექტიური ბრალდების ხელმომწერი 567 ინდივიდი არის მომხრე, რომ საქართველოში დამკვიდრდეს ახალი, ამჯერად ლიბერალური დროშით შენიღბული ტოტალიტარიზმი?“                         

ალექსი ბეჟანიშვილი

ახალი ამბები