კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვთა სახლში გადაყვანილი 1 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

29 სექტემბერი, 2010
სიღნაღის  რაიონიდან თბილისის ჩვილ ბავშვთა  სახლში გადაყვანილი 1 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა  გაურესდა. როგორც ბავშვის  ბებიამ განაცხადა, მათთვის ცნობილი  გახდა, რომ ბავშვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედას ძუძუდან ააგლიჯეს, დარდობს და ავად არის. 

„აღმასრულებელი  მოვიდა სოციალურ მუშაკებთან ერთად. ბავშვი ძუძუს წოვდა. სტაცეს ხელი და დედას შვილი  ძუძიდან ააგლიჯეს. ბავშვს დედა ძალიან უყვარდა. მის  გარეშე ერთი დღეც კი ვერ ძლებდა ხოლმე. გავიგეთ, რომ რაც ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, დედაზე დარდობს და ავად არის“, - აღნიშნა ბავშვის ბებიამ.

შეგახსენებთ, რომ წნორში მცხოვრებ 24 წლის ნ. ქ-შვილს სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილებამ ბავშვები იმ მიზეზით ჩამოართვა, რომ დედას მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს.
 
სოციალური მომსახურების სააგენტო ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას  უარყოფს. როგორც სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკა ალავიძემ განუცხადა, დედას შეუძლია სოციალურ მუშაკს მიმართოს და შვილი მოინახულოს.

„ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. დედისთვის ბავშვის ნახვის უფლება არავის აუკრძალავს. მას შეუძლია მიმართოს სოციალურ მუშაკს და ბავშვი მოინახულოს“, - აღნიშნა ალავიძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები