კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მკვლელობა ერთი მუჭა მიწის გამო

7 ოქტომბერი, 2010
რამდენიმე დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა ხობის რაიონის სოფელ ხორგაში -  მიწის ნაკვეთის გამო 44 წლის გოჩა ბერაია მეზობელმა, ლაშა ჭანტურიამ მამის სანადირო თოფით სიმინდის ყანაში მოკლა.

მიწის გამო მეზობლებს შორის დავა დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც დანაშაულის თვითმხილველი მეზობლები ამბობენ, დავა მეზობლებს შორის იმ დღესაც მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო. შემთხვევის ადგილზე თოფი ლაშა ჭანტურიას მამამ, ელგუჯა ჭანტურიამ მოიტანა, მაგრამ მეზობლებმა წაართვეს და მის შვილს მისცეს. ამ დროს უფროსი ჭანტურია ბერაიას მამას მივარდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გოჩა ბერაია მამას მიეშველა. ამ დროს გავარდა თოფი, რომელიც სავარაუდოდ, ლაშა ჭანტურიამ გაისროლა. ტყვიით მიყენებული ჭრილობა საბედისწერო აღმოჩნდა გოჩა ბერაიასათვის - ახალგაზრდა კაცი  გულ-მკერდის არეში სასიკვდილოდ დაიჭრა.

მამა–შვილი ჭანტურიები დაკავებულნი არიან. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქმეს სამხარეო პოლიცია იძიებს.

ამ ტრაგედიის შემდეგ გამგეობის ეკონომიკის სამსახურმა სპეციალისტები გამოგზავნა მიწის ნაკვეთის ასაზომად. როგორც გაირკვა, ჭანტურიებს კანონით გათვალისწინებულ მიწის ფართობზე მეტი აღმოაჩნდათ.

ინგა გვასალია, სამეგრელო

ახალი ამბები