კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრმა ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლა

21 ოქტომბერი, 2010
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, საკრებულოს აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარემ გელა თეთრაულმა პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისათვის ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილს სასამართლოში უჩივლა. თეთრაული მარტყოფლიშვილისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს 10 000 ლარის ოდენობით.

როგორც გელა თეთრაულმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ჟურნალისტმა თავის ბლოგზე, რომელსაც ინტერნეტ - გაზეთს უწოდებს, არაერთხელ, უსაფუძვლოდ დაადანაშაულა საბიუჯეტო თანხების მითვისებაში. „ამ თანხებთან შეხება საერთოდ არ მქონდა, მაგრამ გამიზნულად ავრცელებს დაუდასტურებელ ბრალდებებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში არაერთ ფინანსურ დარღვევაში და დოკუმენტების გაყალბებაში დამადანაშაულა. ამ ბრალდებებზე იწყება ხოლმე გამოძიება და დაკითხვიდან დაკითხვაზე დავდივარ. მე მესმის, რომ საჯარო მოხელეებს თმენის ვალდებულება გვაკისრია, მაგრამ ასე ხელაღებით ადამიანებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება არ უნდა ხდებოდეს. ამიტომაც სარჩელით დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს მივმართე და გავრცელებული ინფორმაციების საჯაროდ უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვ“, - განუცხადა „კახეთის საინფორმაციო ცენტრს“ გელა თეთრაულმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მარტყოფლიშვილმა, სარჩელის უკან გატანის თხოვნით მასთან არაერთ პირს დაარეკინა. თეთრაული აღნიშნავს, რომ სარჩელის გამოხმობას არ აპირებს.

საკრებულოს წევრის ბრალდებებს ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი უსაფუძვლოს უწოდებს. მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ინფორმაცია არასოდეს გამოუქვეყნებია და მზად არის სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ჟურნალისტი თეთრაულის მიერ სასამართლოსთვის მიმართვას ზეწოლას და პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის მცდელობას უწოდებს.

ილია მარტყოფლიშვილი საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ხელმომწერი არ არის.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები