19:57, Thursday, 12.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ფოთის ნავსადგურის მოიჯარე კომპანიები გათავისუფლებულ მუშებს ხელფასს არ აძლევენ

22.10.2010

ინგა გვასალია, სამეგრელო

კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მოიჯარე კომპანიების „პრომეტკო ჯორჯიასა“ და „ჯეესკოს“ 400-მდე თანამშრომელი სახელფასო დავალიანების მიღებასა და სამსახურში აღდგენას, რამდენიმე თვეა, უშედეგოდ ცდილობს.

1 აგვისტოდან ისინი სამთვიანი სახელფასო დავალიანებით, სამსახურიდან დაითხოვეს. დასახელებულმა კომპანიებმა ნავმისადგომები წლების წინ ნავსადგურისგან რამდენიმეწლიანი იჯარით აიღეს. ამდენად, ნავსადგური სახელფასო დავალიანებაზე პასუხისმგებლობას თავიდან იხსნის. უმუშევრად და უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლები დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ და ამბობენ, რომ მათი უფლებები ირღვევა.

„სამი თვის ხელფასების მიღებას ამ დრომდე ვერ ვახერხებთ. 1 აგვისტოდან კი სამსახურიდანაც გაგვათავისუფლეს. ვთხოვთ, ვისაც ეხება, გაიგოს ჩვენი გასაჭირი და მოგვცენ ხელფასები!“ - იხვეწებიან უმუშევრად დარჩენილი ყოფილი ნავსადგურელები.

როგორც ფოთის მერმა ვახტანგ ლემონჯავამ გვითხრა, ხელისუფლების ჩარევის შემდეგ მოხერხდა კომპანიებიდან გათავისუფლებულთა საინიციატივო ჯგუფისა და ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებლის, რატი ღვამბერიას შეხვედრა: „ჩვენი თანამონაწილეობით, ორიოდე დღის წინ, საინიციატივო ჯგუფმა მოლაპარაკებები გამართა ერთ-ერთ დამფუძნებელთან რატი ღვამბერიასთან. მე მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი უფლებები სასამართლოში, სამართლებრივი ფორმით უნდა დაიცვან და გაარკვიონ ურთიერთობები დამქირავებელთან. ჩვენ რეკომენდაციების სახით, ამ პროცესშიც ვეხმარებით მათ“.

კომპანიების „პრომეტკო ჯორჯიასა“ და „ჯეესკოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ვანო ჩხარტიშვილიც გახლავთ. ფოთის მერის ინფორმაციით, ღვამბერია ამ ეტაპზე სწორედ კომპანიონთან, საზღვარგარეთ მყოფ ჩხარტიშვილთან აწარმოებს მოლაპარაკებას.  გავრცელებული ინფორმაციით შევარდნაძისდროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსანი - ვანო ჩხარტიშვილი ამჟამინდელ ხელისუფლებას გაექცა და საქართველოში კარგა ხანს არ დაბრუნდება. მანამდე, როგორც ჩანს, მასთან გაიგივებულ კომპანიებს ფოთის ნავსადგურში პრობლემები შეექმნებათ. 

როგორც ფოთის მერთან საუბრისას გავარკვიეთ, კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მოიჯარე კომპანიები „პრომეტკო ჯორჯია“ და „ჯეესკო“ შესაძლოა, ახალმა კომპანიამ ჩაანაცვლოს.

„გვყავს ახალი, პერსპექტიული მოიჯარე კომპანია „პეისი“, რომელიც ჩაანაცვლებს „პრომეტკო ჯორჯიასა“ და „ჯეესკოს“. ვცდილობთ, ახალმა მოიჯარემ, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, არ შეამციროს თანამშრომლები და არ გაუშვას ეს ადამიანები სახლში. როგორც მეუბნებიან, „პეისი“ ერთ ნავმისადგომზე ოპერირებას დაიწყებს წლის ბოლომდე, მეორე ნავმისადგომზე კი 2011 წლის თებერვლის ბოლოს“, -განაცხადა ლემონჯავამ.

რამდენიმე დღის წინ შტატების შემცირების მიზნით, სამსახურიდან გათავისუფლებულმა მუშებმა საპროტესტო აქციაც გამართეს. ისინი დასაქმებასა და სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვდნენ.

ფოთის პორტი ოდითგან იყო დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ძირითადი სამუშაო ადგილი. ბოლო ხანებში კი ნავსადგურში მრავალი ადამიანი შეამცირეს და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. სამსახურიდან გათავისუფლებულთა სამთვიანი სახელფასო დავალიანება 300 000 ლარს აღემატება. ბოლო ინფორმაციით, ნავსადგურის მოიჯარე კომპანიები დავალიანების ნაწილის დაფარვას აპირებენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC