19:48, Monday, 18.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ერთი წლის წინ გარემონტებული სკოლაში იატაკი ჩაინგრა

11.11.2010

მარიკა ვაჭარაძე, ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის კუხის საჯარო სკოლა იმ სკოლათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით გარემონტდა. რამდენიმე დღის წინ ამ სკოლაში, სასწავლო პროცესის დროს, მეორე სართულზე იატაკი ჩაინგრა. კიდევ კარგი, იმ ადგილას არავინ იმყოფებოდა! იატაკზე დაგებული ლამინატის აყრის შემდეგ გამოჩნდა, რომ მის ქვეშ ხის მასალა სრულიად დამპალი იყო. სპეციალისტები ამბობენ, რომ დაზიანება სველი მასალის დაგებამ გამოიწვია, რასაც საყრდენი დირეების ლპობა მოჰყვა.

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სკოლის შეკეთებაზე ტენდერი გასული წლის აპრილში გამოაცხადა. ტენდერში რამდენიმე კომპანია მონაწილეობდა. გაიმარჯვა ქუთაისში ასათიანის #111-ში დარეგისტრირებულმა შპს „კოხტა 2006“-მა, რომელმაც სკოლის კარ-ფანჯრების, იატაკის და სახურავის შეცვლისთვის 167 000-ლარიანი ბიუჯეტი წარმოადგინა. სამუშაოების შესრულება „კოხტა 2006“-მა ივნისის ბოლოს დაიწყო და 15 სექტემბერს დაასრულა. შესრულებული სამუშაოს ხარისხზე იგი სამი წლის მანძილზეა პასუხისმგებელი.

თამაზ გოქსაძე, შპს „კოხტა 2006“-ის დირექტორი: „ჩვენ შეთანხმებულები ვართ ხონის გამგეობასთან და ამ სკოლაში სწავლა განახლდება. სიმართლე გითხრათ, ჩვენმა კომპანიამ სერიოზული ზიანი მიიღო. თუმცა თანხის განსაზღვრა ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ. ჯერ იატაკზე დაგებული ლამინატი უნდა აიყაროს და ვნახოთ, სად რა არის გაფუჭებული. მერე დავიანგარიშებთ და განვსაზღვრავთ, რა რაოდენობის მასალა გვჭირდება და რა ხარჯებია საჭირო. ჩვენ შევთანხმდით დირექციასთან და ადგილობრივ გამგეობასთან, რომ ლამინატს ამ ეტაპზე არ დავაგებთ. ავიღებთ და დავაწყობთ. ამ ეტაპზე მხოლოდ იატაკს დავაგებთ, რომელიც გაზაფხულამდე გამოშრება. გაზაფხულზე კი ზედ ლამინატსაც დავაგებთ. რაც შეეხება სახურავს, ადრე რომ იყო, ასეთი ხარისხის მასალა ახლა არ არის. ამიტომაც აყარა ქარმა. სახურავსაც გავაკეთებთ და წყალი აღარ ჩამოვა. ჩვენს გამო სკოლას სწავლის პროცესში ხელი არ შეეშლება“.

ლალი ბარაბაძე, კუხის საჯარო სკოლის დირექტორი: „მეორე გაკვეთილის შემდეგ მოსწავლემ გაირბინა და იატაკის ერთი მონაკვეთი ჩაინგრა. ყველაფერი იმის ბრალია, რომ უხარისხოდაა სამუშაო შესრულებული. ამიტომაც იატაკი მთლიანად უნდა აიყაროს, რის შემდეგაც დაზიანებები გამოჩნდება. სწავლა ერთი კვირით შევწყვიტეთ, რის შესახებაც რესურსცენტრს ვაცნობეთ, მაგრამ ერთ კვირაში სწავლას განვაახლებთ და პროცესი პირველ სართულზე ორ ცვლად გაგრძელდება, რათა ამ პრობლემის გამო მოსწავლეები სხვა სკოლაში არ გადავიდნენ“.

ზურაბ ჯიბუხაია, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „პირადად ვიყავი მისული სკოლაში და დავათვალიერე სამუშაოები. გასულ წელს ამ სკოლას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, სრულად გამოიცვალა ფანჯრები, კარები, სახურავი და იატაკი. სამწუხაროდ იატაკი ჩაინგრა. ჩვენ დავუკავშირდით სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას,რომლის ხელმძღვანელებიც ჩამოვიდნენ და ნახეს ყველაფერი. დაგვპირდნენ, რომ უახლოეს დღეებში ისინი სახურავსაც შეაკეთებენ და იატაკსაც გამოცვლიან. საჭირო თანხებს შპს „კოხტა 2006“ გაიღებს“.

კომპანიამ სახურავის შეკეთება უკვე დაიწყო. თუმცა, იატაკისთვის საჭირო მასალა სკოლაში ჯერ არ მიუტანიათ. როგორ, სად და რა პირობებით გაგრძელდება სწავლა? ამ კითხვაზე ხონის რესურსცენტრის ხელძღვანელმა, ნანა კაკაბაძემ არ გვიპასუხა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ განათლების სამინისტრო სამუშაოს არც დამკვეთია და არც ჩამბარებელი. ამის მიუხედავად, მან განათლებისა და მეცნიერების სმინისტროს შესაბამის წარმომადგეელს პირადად შეატყობინა კუხის საჯარო სკოლაში მომხდარი ამბავი.

კუხის საჯარო სკოლაში 250-მდე მოსწავლე სწავლობს. ამ ეტაპზე სკოლაში სწავლა უკვე განახლდა. ჯგუფები შენობის პირველ სართულზე და დამხმარე შენობა-ნაგებობებში გადანაწილდა. დღის სამი საათის შემდეგ კი შპს „კოხტა 2006“-ის მუშები ამჯერად აღდგენით სამუშაოებს ასრულებენ.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC