კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო კრების მხარდამჭერის დაკითხვა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა

11 ნოემბერი, 2010
წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერი მამუკა ბაღათურიას დაკითხვა ზუგდიდის პოლიციაში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო კრებიდან აცნობეს.

მათი განმარტებით, ბაღათურია ადვოკატთან ერთად თავად მივიდა პოლიციაში, სადაც ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დასაკითხად დაიბარეს.

„ბაღათურია არ არის დაკავშირებული არანაირ დანაშაულთან და კრიმინალთან. იგი ამ დროისთვის თავისუფალია“, - აცნობეს „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდიდან, თუმცა არ დააკონკრეტეს, თუ საქმესთან დაკავშირებით იკითხებოდა ბაღათურია.

წარმომადგენლობითი სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ქმედება დაშინების პოლიტიკის გამოვლინებაა.

„ისინი ამ მეთოდებით მოქმედებენ და ხალხის დაშინებას ცდილობენ. ყველა უნდა მიხვდეს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რადგან ამაზე უარესი, რა მდგომარეობაშიც ვართ, უკვე აღარაფერი მოხდება“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

სახალხო კრების ინფორმაციით, ზუგდიდის კულტურის სახლში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ მამუკა ბაღათურიას, რომელიც კონფერენციას ესწრებოდა, დაურეკეს და სახლში მისვლა სთხოვეს, ასევე დაემუქრნენ, რომ დაიჭერდნენ. მათივე ცნობით, მამუკა ბაღათურიას პოლიციელი მერაბ შენგელია დაემუქრა. 

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები