კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეწარმეთა მასობრივი დაპატიმრება გრძელდება!

15 დეკემბერი, 2010

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღებისა და მიცემისთვის დააკავეს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები და მეწარმეთა ორგანიზებული ჯგუფი.

შსს-ს ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები გელა მეშველიანი და გიორგი გიორგაძე.

ქრთამის მიცემისათვის დაკავებულია მეწარმეთა ჯგუფი 18 პირის შემადგენლობით: გიორგი ბილისაშვილი, ჯემალ ტურაბელიძე, ზურაბ ტორაძე, იოსებ ნიკოლეიშვილი, ხვიჩა ფოფხაძე, ლარა სილაგავა, თენგიზ არბოლიშვილი, ლიანა სვანიძე, ავთანდილ შანიძე, ცუცა ელიაშვილი, ზაურ კუბლაშვილი, ნოდარ გუმბერიძე, მზია გოგლიჩიძე, ბადრი კოპალიანი, აბესალომ ტურაბელიძე, მარინა ქობალავა, მამუკა ვადაჭკორია, გოჩა ომანიძე.

აღნიშნული მეწარმეები ქალაქ ქუთაისში ახორციელებდნენ აღურიცხავი და კონტრაბანდული საქონლის რეალიზაციას. ისინი ყოველთვიურად უხდიდნენ ქრთამს საგადასახადო ისნპექციის თანამშრომლებს, რომლებიც წინასწარ აწვდიდნენ მათ ინფორმაციას მოსალოდნელი საგადასახადო შემოწმების თაობაზე და ახორციელებდნენ მათ სამსახურეობრივ მფარველობას.

დანაშაული ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები