05:19, Saturday, 19.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

№149-ე სკოლის დირექტორმა გაფიცვა გამოაცხადა

16.12.2010
თბილისის №149-ე საჯარო სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე და მისი ადვოკატი ყველა იმ დოკუმენტის სათანადოდ გადახედვას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც განათლების მინისტრმა დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენა.

აღნიშნული მოთხოვნა მაია გიორგაძის ადვოკატმა რევაზ რიჟამაძემ დღეს, №149-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დააყენა. ადვოკატის განცხადებით, ის უნდობლობას უცხადებს განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნას და იქ მოტანილ არგუმენტებს, რომლის მიხედვითაც დაიწერა მინისტრის ბრძანება, რომ სკოლის სამეურვეო საბჭომ დირექტორის გადაყენების საქმე განიხილოს.

ადვოკატის თქმით, ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად და იმისთვის, რომ საბჭოს მიეცეს ნორმალურად მუშაობისა და ობიექტური დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა, საჭიროა მეტი დოკუმენტაციის განხილვა. რევაზ რიჟამაძე პირველ რიგში მოითხოვს, დაიდოს სამინისტროს ინსპექციის მიერ გამოკვლეული სრული მასალა. გარდა ამისა, მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი იყოს სკოლის ბუღალტერიის დოკუმენტაცია და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2008-2010 წლების დოკუმენტაცია, რომელიც №149-ე სკოლას ეხება.

სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე გაფიცვას აცხადებს. დირექტორი პოსტს ინარჩუნებს, თუმცა პროტესტის ნიშნად მოვალეობას არ შეასრულებს. დირექტორის ადვოკატი გაფიცვის გამოცხადების მიზეზად მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას და მუქარას ასახელებს. მაია გიორგაძე აცხადებს, რომ მას განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ჯერ კიდევ ნოემბრის პირველი რიცხვებიდან აშანტაჟებენ, როცა მე-12 კლასელების საპროტესტო აქციები იმართებოდა.

№149-ე სკოლის სამეურვეო საბჭომ ადვოკატის შუამდგომლობებს მხარი დაუჭირა. შესაბამისად, საბჭო განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე დირექტორის გათავისუფლების საკითხის განხილვას მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელებს, რაც ადვოკატის მიერ დღეს დაყენებული მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

ინტერპრესნიუსი
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC